საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, 20 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანას უმძიმესი სცენარი აცილა, მამუკა ბახტაძემ შს მინისტრსა და სამინისტროს ამისთვის საკუთარი და საზოგადოების სახელით მადლობა გადაუხადა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეძლო და აგვაცილა უმძიმესი სცენარი, აქედან გამომდინარე, მინისტრს და შს სამინისტროს ჩემგან და საზოგადოებისგან ეკუთვნის მადლობა,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ საგანგებო ბრიფინგზე.