შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
“გვსურს გამოვეხმაუროთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს მხოლოდ ტროტუარზე დგომის გამო რამდენიმე პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა.
კონკრეტულ შემთხვევაშიც, ვინაიდან, 2025 წლის 17-18 დეკემბერს, შეკრების მონაწილეების მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეების გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიმართა სასამართლოს, ამ პირების მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მოთხოვნით. სასამართლო სხდომაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის განხილვის დროს წარმოდგენილი და შეფასებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რისთვისაც მათ შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელები დაეკისრათ”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

































































