“გურია ნიუსს” თბილისში მომხდარი მკვლელობა რამდენიმე წუთის წინ დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
უწყება ჯერჯერობით, არ აკონკრეტებს, დაკავებულია თუ არა ვინმე.
შეგახსენებთ, სასტიკი მკვლელობა თბილისში გამთენიისას მოხდა. მოკლულია 21 წლის სპორტსმენი, გიორგი ახალაია.