საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს, გივი მიქანაძესა და კომიტეტის სხვა წევრებს უმასპინძლა.
პარლამენტარებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში კომიტეტის გასვლითი სხდომა ჩაატარეს. შეხვედრის ფარგლებში კომიტეტის წევრებმა, „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან ერთად სხვა მიმდინარე საკითხებიც განიხილეს. ასევე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა, აკადემიის ხელმძღვანელისგან, ზურაბ ზუბადალაშვილისგან, სასწავლო დაწესებულების მიერ გაწეული საქმიანობის, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ დეტალური ანგარიში მოისმინეს. შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც მოეწყობა, რაც მიმდინარე რეფორმების შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved