პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პატიმრობის შესახებ კოდექსში ცვლილებების განხილვას იწყებს. კანონპროექტის მიხედვით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს უფლება ექნება, მსჯავრდებულს დარჩენილი სასჯელი უფრო მსუბუქი სასჯელით – შინა პატიმრობით, შეუცვალოს.
„შემოდის ერთ-ერთ ახალი სახე შინაპატიმრობა, ასევე შემოდის ახალი წამახალისებელი ნორმები პატიმრებისთვის. ახალი რეგულაციები შემოდის, რომელიც ეხება პატიმრების ვადამდე გათავისუფლების წესს. ავადმყოფობის თუ ხანდაზმულობის გამო, პატიმრობიდან გათავისუფლების შესაძლებლობას სასამართლოს მიერ და აქ იხვეწება მთელი რიგი ნორმები. საკმაოდ ბევრი ცვლილებაა კომპლექსური, რასაც ჩვენ სიღრმისეულად და დეტალურად გავაანალიზებთ”, _ განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.