„სანტა ბარბარას“ კონკურსში დიმიტრი ცინცაძის ფილმი „შინდისი“ მონაწილეობს
ამერიკის პრესტიჟული და მაშტაბური საერთაშორისო კინოფესტივალი 2020 წლის 15 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით გაიმართება.
წელს კინოფესტივალის ჟიურის წევრები და საპატიო სტუმრები ლეგენდარული მარტინ სკორსეზე, ბრედ პიტი, ლაურა დერნი და რენე ზელვეგერი არიან.
გარდა ამისა, 2020 წელს „შინდისს“ ესპანეთის, იტალიის, ბელგიის, ჰოლანდიისა და ჩინეთის კინოფესტივალებზე უჩვენებენ.