„შინდისის ბრძოლა გმირობისა და თავდადების სიმბოლოა,“ – ასე აფასებს პრეზიდეტი, გიორგი მარგველაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მომხდარ ტრაგიკულ მოვლენას.
“შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია… ეს დღე მაგალითია იმისა, რომ არ არსებობს პატარა და დიდი ბრძოლები, რადგან ნებისმიერი მასშტაბის ბრძოლა შესაძლებელია, გმირობისა და თავდადების სიმბოლოდ, სამშობლოსადმი მსახურების გაკვეთილად გადაიქცეს მომავალი თაობებისთვის. მთელ ქართულ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირთა ნათელ ხსოვნას”, _ ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბრძოლა შინდისში 2008 წლის 11 აგვისტოს 45 წუთს გაგრძელდა, შეტაკებას მხოლოდ 4 ჯარისკაცი გადაურჩა. ქართველი სამხედროების წინააღმდეგ რუსებმა თითქმის ყველა სახის იარაღი გამოიყენეს.