შინდისის ლანჩხუთელი გმირის, ემზარ წილოსანის შვილის, მარიამ წილოსანის თაოსნობით, დღეს 17 საათზე, ლანჩხუთში ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართება, სადაც ეპატიჟებიან ყველას, ვისაც ქვეყნის ევროპული მომავალი სურს.
,,დიდ ბოდიშს გიხდი მარიამ, რომ ამხელა მისია დაგაწვა მხრებზე. მამასავით საამაყო გოგო ხარ, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო ბრძოლისთვის. მე ესე ბარამიძის შვილი, რომელიც წინა მთავრობამ წამებით მოკლა, არასოდეს შემოვხაზავ ნაცს, ამიტომ ნაცობას ვინც დამაბრალებს იმ სიმართლით ატაროს ღმერთმა, მაგრამ აღარც ქოცი არ ვარ, პირიქით ძალიან ვნანობ რომ ამდენი წელი ამათი მხარდამჭერი ვიყავი, ახლა ვცდილობ გამოვისყიდო დანაშაული. დღეს სამარცხვინოა კონსტიტუციის თავზე გადახევას პატიობდეს ერი მთავრობას. როგორც ვგმობდით ბევრი წელი ძალადობას, ახლაც უნდა დავგმოთ, რაც მეტი ვიქნებით ვერ მოგვერევიან. ქვეყნის ბედი წყდება, ან ვირჩევთ ევროპას, ან რუსეთს. აუცილებლად ყველა უნდა დაუდგეთ ამ პატარა გოგოს ამ უსამართლო ბრძოლაში”, – დაწერა ფეისბუქზე ემიგრაციაში მყოფმა ლანჩხუთელმა აქტივისტმა ნინია ბარამიძემ.