„ფლეიბოის“ მოდელი მარისა პაპენი და ფოტოგრაფი ჯესი უოლკერი ვატიკანის ფონზე შიშველი ფოტოსესიის გამო რამდენიმე საათით დააპატიმრეს. აღნიშნულ ინფორმაციას RT ავრცელებს.
ერთ-ერთ ფოტოებში ჩანს, შიშველ მოდელი როგორ კვეთს გზას ხის ჯვარით ხელში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოდელს და მის ფოტოგრაფს მსგავსი ფოტოსესიის გამო აპატიმრებენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, პაპენი რელიგიურ ძეგლებთან შიშველ პოზიორობაში პრობლემას ვერ ხედავს.
„წარმოიდგინეთ, თუ ვატიკანი იქნება ადგილი, რომელიც ხალხს რეალურად ეხმარება, წარმოიდგინეთ, თუ ყველა ეკლესია გახსნის კარს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ის მართლა სჭირდებათ, გამოკვებავს და თავშესაფარს მისცემს, სითბოს, სინათლის და სიყვარულის ნამდვილი ადგილი იქნება“, _ამბობს პაპენი.