საერთაშორისო საზოგადოებამ ევროპის გულში ომის დასასრულებლად მეორე მსოფლიო ომის მწარე გამოცდილება უნდა გამოიყენოს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა გააკეთა.
„სამწუხაროდ, 77 წლის შემდეგ ცივილიზებული სამყარო კვლავ ნაციზმის წინ დადგა. მისი რუსული ვერსია, რომელიც მომწიფდა ომში გამარჯვების კულტზე, რომელიც საბჭოთა რეჟიმმა გააჩაღა ნაცისტების წინააღმდეგ. უკვე აშკარაა, რომ რუსეთი არ გეგმავს შეჩერებას. ვინ იქნება შემდეგი? საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გამოიყენოს მეორე მსოფლიო ომის მწარე გამოცდილება ევროპის გულში ომის დასასრულებლად“, – განაცხადა შმიგალმა.