კაცმა ბანკი გაძარცვა და ფული ხალხს დაურიგა. აღნიშნული ფაქტი ამერიკაში, კოორადოს შტატში, შობამდე ორი დღით ადრე მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, 65 წლის დევიდ უეინ ოლივერი ძარცვის შემდეგ შენობიდან გამოვიდა, ფულს ჰაერში ყრიდა და გამვლელებს შობას ულოცავდა. შემდეგ კი ყავის მაღაზიის წინ დაჯდა და პოლიციას დაელოდა ჩასაბარებლად.
გამვლელებმა მის მიერ მოპარული ფული ტროტუარიდან ააგროვეს და ბანკში დააბრუნეს.