გუშინ ზუგდიდში მომხდარი სასტიკი დანაშაულის შესახებ “გურია ნიუსისთვის” კიდევ ერთი ახალი დეტალი ხდება ცნობილი.
როგორც კარგად ინფორმირებული წყარო გვიყვება, ნათია აფხაზავას მკვლელობისთვის, ხაჩატურიანმა, სავარაუდოდ, თვითდაზიანება მიიყენა.
34 წლის ნათია ხაჩატურიანი ამჟამად, ბადრაგის თანხლებით, ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.
“შოკიდან ჯერ ვერ გამოვსულვართ… საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ნათიას მკვლელობისთვის ბრალდებულმა თვითდაზიანება მიიყენა, თუმცა გადარჩა”, _ ამბობს წყარო.
ცნობისთვის, გუშინ მკვლელობა მოხდა ზუგდიდში. 34 წლის ნათია ხაჩატურიანმა 42 წლის ნათია აფხაზავა მოკლა.



































































