ამ დიეტის კურსი 5-7 დღეა და არავითარ შემთხვევაში მეტი!
პირველი კურსის შემდეგ 4-6 დღიანი შესვენება უნდა გააკეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს.
დღის განმავლობაში შეგიძლიათ 2 ფილა შოკოლადი მიირთვათ, თითოეული – 40 გრამი. შოკოლადის ჭამიდან 3 საათის შემდეგ შეგიძლიათ დალიოთ უშაქრო შავი ან ხსნადი ყავა რძით. თუ ძალიან მოგშივდათ, შეგიძლიათ დამატებით 3 ცალი მწვანე ვაშლი მიირთვათ.
ისინი, ვინც შოკოლადის დიეტა დაიცვა, ამტკიცებენ, რომ 5 დღეში საშუალოდ 5 კილოგრამი დაიკლეს.