გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა New York Times–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბერლინი კიევში ტანკების გაგზავნისგან თავს იკავებს, რადგან ეს ნაბიჯი ომის მასშტაბების გაფართოების პროვოცირება იქნება.
,,ეს ძალიან სახიფათო ომია, სადაც ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ, თუმცა, ჩვენ ამას ვაკეთებთ ისე, რომ კონფლიქტი არ გადაიზარდოს NATO-სა და რუსეთს შორის ომში, რადგან ეს უკანასკნელი სრული კატასტროფა იქნება“, – თქვა შოლცმა.
შოლცმა აღნიშნა, რომ ომის დასაწყისიდან დღემდე გერმანიის დამოკიდებულება იარაღის მიწოდებასთან მიმართებით შეიცვალა. კანცლერის თქმით, ბერლინი კიევის დასახმარებლად საკმაოდ ბევრს აკეთებს.
“ჩვენ დამოკიდებულება შევცვალეთ და მას შემდეგ, უკრაინას დიდი რაოდენობით ეფექტური იარაღი მივაწოდეთ. გერმანია უკრაინის დასახმარებლად ნამდვილად ბევრს აკეთებს.
ხელმძღვანელობა არ გულისხმობს იმის შესრულებას, რასაც ხალხი შენგან ითხოვს. ამის ნაცვლად, გიწევს სწორი გადაწყვეტილების მიღება და მისი დაცვა. ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ.
ჩვენ მოკავშირეებთან კოორდინაციით ვიღებთ გადაწყვეტილებებს და არასდროს ინდივიდუალურად – ეს არის უალტერნატივო გზა ამ სახიფათო ომში, აბსოლუტურად გონივრულია, რომ არ ენდო მხოლოდ საკუთარ თავს“,- თქვა შოლცმა.
24 თებერვლიდან დღემდე, ბერლინმა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის €700 მილიონი გამოყო. დახმარების პაკეტები მოიცავს სხვადასხვა ზალპური ცეცხლის დანადგარს, თანამედროვე არტილერიასა და ათეულობით ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას. ასევე, თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს.
ავტორი