“ხობის მუნიციპალიტეტში დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში სულ 21 პირი იმყოფება”, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ხობის საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი, შორენა საბახტარაშვილი ავრცელებს.
“დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 21პირი. თხოვნა ყველას, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაიცავით თვითიზოლაციის წესები და ის რეკომენდაციები, რომელიც არის მოწოდებული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. განხორციელდება მუდმივი მონიტორინგი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
გთხოვთ, ნუ დაარღვევთ თვითიზოლაციის წესებს. დარღვევის შემთხვევაში, გატარდება მკაცრი ზომები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული”,-წერს საბახტარაშვილი.
ცნობისთვის, ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 40-ია, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1.
კარანტინის რეჟიმში – 1344 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216.
შენიშვნა: ფოტო ეკუთვნის khobi.infos -ს.