შოთაძეს, მე პირადად, მხარს დავუჭერ, _ ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი, გენერალურ პროკურორის პოსტზე ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის წარდგენას. ვოლსკი მიიჩნევს, რომ ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება სათანადოდ წარმართა.
“ეს იყო ადამიანი, ვინც სწორად წარმართავდა საქმიანობას, ძალიან ბევრი საქმეა გახსნილი. სამწუხაროდ, რაღაც თემებია, რომელიც, რატომღაც, არა მხოლოდ პროკურატურის, არამედ ნებისმიერ სხვა სფეროში პრივალირებს, ვინაიდან პოლიტიკური დაძაბულობა საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება მის გადადგომას, ვფიქრობ, იმ პერიოდში სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა მე პირადად ამას არ ვეთანხმებოდი, ვინაიდან მიმდინარეობდა საპარლამენტო კომისიაში მსჯელობა. მას პირადად როგორც უკვე გამოჩნდა, არათუ დანაშაული მიუძღოდა არამედ, პრაქტიკულად, სათანადო დონეზე წარმართა გამოძიება. ასე რომ, ირაკლი შოთაძეს, მე პირადად, მხარს დავუჭერ,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.