შოტლანდიაში დიდი ბრიტანეთიდან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად რეფერენდუმი მეორედ გაიმართება. ამის შესახებ THE INDEPENDENT-ის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტარჯონმა განაცხადა.
როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილება შოტლანდიაში იმიტომ მიიღეს, რომ დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიში დარჩენას შოტლანდიის მოსახლეობის 62 პროცენტი უჭერს მხარს.
„თუ შოტლანდიას შეუძლია დააიგნოროს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც ევროკავშირია, მაშინ ჩვენ ხმას ნებისმიერ სიტუაციაში არანაირი მნიშვნელობა არ ექნება“,_განაცხადასტარჯონმა.
მისივე თქმით, შოტლანდიელებს არჩევანის გაკეთების შანსი აქვთ.
„ჩვენ ვაძლევთ შოტლანდიის მოსახლეობას არჩევანისგაკეთების საშუალებას. ვფიქრობ, შოტლანდიელების უფლებაა ჰქონდეთ არჩევანის გაკეთების შანსი. მჯერა, რომ შოტლანდიელი ხალხი დამოუკიდებლობას აირჩევს, რომელიც ინფორმირებული არჩევანი იქნება“,_ამბობს სტარჯონი.
მისივე თქმით, მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს თუ როგორი ქვეყანაა შოტლანდია და რა ადგილი სურს ეჭიროს მსოფლიოში.
როგორც დიდ ბრიტანეთში აცხადებენ, გაერთიანებული სამეფოს მიზანი მომავალში ევროკავშირთან თანამშრომლობაა და ხელისუფლება შეთანხმების მისაღწევად მუშაობს, რომელშიც დიდი ბრიტანეთის ხალხის ინტერესი იქნება გათვალისწინებული.
როგორც ცნობილია, შოტლანდიაში დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შესახებ რეფერენდუმი პირველად 2014 წელს ჩატარდა.
რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენას მოსახლეობის 55 პროცენტმა დაუჭირა მხარი.