შოტლანდიაში, მიმდინარე ლოხ- ნესის მარათონმა, ურჩხულთან სელფის გადაღებისათვის 50 000 ფუნტი სტერლინგი დააწესა.
მარათონის ორგანიზატორის მალკოლმ სატერლენდის განცხადებით, ფულადი პრიზი კარგი საბაბი იქნება იმის დასამტკიცებლად, რომ ურჩხული მართლაც არსებობს.
მან აღნიშნა, რომ სპორტსმენები შეჯიბრის დროს, ტბის ფონზე ხშირად იღებენ ფოტოებს. მან წინა მარათონების მონაწილეებსაც მოუწოდა თავისანთი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნონ.
„ტბის პეიზაჟების მომაჯადოებელი სული და იდუმალი ურჩხული არის ის, რაც მთელი მსოფლიოდან ადამიანებს მარათონზე იზიდავს“, – განაცხადა სატერლენდმა.
ავტორი