შოვში, სტიქიის შედეგად დაკარგულად უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე ჩაითვალა,_ ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
“საბოლოოდ, სტიქიის შედეგად დაკარგულად ჩაითვალა უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე. უკრაინის ორი მოქალაქე და რუსეთის ერთი. მეორე დღესვე დაკარგული პირების სია განისაზღვრა 36 პირით, საიდანაც ორ პირთან მალევე მოხდა დაკავშირება და დაკარგული 34 პირიდან მოხდა დაკარგული 33 პირის ზუსტი იდენტიფიცირება, ხოლო ერთი პირის, ზურაბ ბიბილეიშვილის ვინაობის დადგენა ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდებოდა. თუ არა ოჯახის წევრებისა და ჭირისუფლების თანხმობა, სავარაუდოდ ამის გასაჯაროებიდან თავს შევიკავებდი,” – თქვა მღებრიშვილმა.