შპს “სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“ კომპანიაა, რომელიც ამ ეტაპზე კვლევის სტადიაში მყოფ პროექტს _ ბახვი 1 ჰესს ახორციელებს. კომპანიის მენეჯმენტი, კვლევის სტადიაშივე, ყველა დაინტერესებულ მხარესთან მართავს შეხვედრებს. ამჯერად, 2021 წლის 5 ივნისს, 15:00 საათზე, კურორტ ბახმაროში, კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანიის დირექტორი მიხეილ ნიბლაძე, პროექტის ხელმძღვანელი გიგლა სიხარულიძე და გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერი ნანა ბერძენიშვილი, ბახვი 1 ჰესთან დაკავშირებით, ბახმაროს ადგილობრივ მცხოვრებლებთან გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას.
„ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრების სერიას, რომლის ფარგლებშიც, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ვაკეთებთ პროექტის პრეზენტაციას; ვმსჯელობთ, ვისმენთ და ვპასუხობთ კითხვებს, რომელიც ჩნდება პროექტის გარშემო. ჩვენ გვსურს, რომ ბახვი 1 ჰესის პროექტი იყოს მისაღები თითოეული ადამიანისთვის; შესაბამისად, სრულიად გამჭვირვალედ ვაზიარებთ ჩვენს ხედვასა და სტანდარტებს. ჩვენი მიზანია, კონსტრუქციული დიალოგის გზით დავამყაროთ კომუნიკაცია ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ჩვენ ვხელმძღვანელობთ დასავლური გამოცდილებით და ვცდილობთ, საუკეთესო პრაქტიკების ჩვენს ქვეყანაში დანერგვას. ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ ადამიანს ამ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება კურორტ ბახმაროში, კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 5 ივნისს, 15:00 საათზე“, _ აცხადებს შპს “სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ის დირექტორი მიხეილ ნიბლაძე.
გურიის რეგიონში შეხვედრების სერია კომპანიის წარმომადგენლებმა 2021 წლის მაისის პირველი რიცხვებიდან დაიწყეს. 5 მაისს, ჩოხატაურის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან პრეზენტაციას, არასამთავრობო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პრეზენტაციის შემდგომ, შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დამსწრეთა მხრიდან გამოიკვეთა სურვილი, რომ პროექტში, კვლევების ეტაპზევე ჩართულიყვნენ უცხოელი, მაღალკვალიფიციური ექსპერტები. კომპანიის ხედვა და სტრატეგიაც სწორედ ევროპული კომპანიების კვლევებში ჩართვას ითვალისწინებს. საზოგადოების ეს მოთხოვნა სრულდება და კომპანიის მოწვევით, ბიომრავალფეროვნების კვლევას მაღალი რეპუტაციის მქონე ევროპული კვლევითი ორგანიზაცია SLR ჩაატარებს. ეს, და ევროპელი ექსპერტების მიერ ჩატარებული სხვა დამატებითი კვლევები, საქართველოს კანონმდებლობით მიხედვით მომზადებულ გზშ-ს ანგარიშს დაემატება.
(R)