შრი-ლანკაში, მასიური აქციების შემდეგ მთავრობა გადადგომასა და ხელისუფლების ოპოზიციისთვის გადაცემას დათანხმდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი და მინისტრთა კაბინეტი გადადგომაზე ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გაავრცელებენ.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტს მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები დააკომპლექტებენ. რაც შეეხება პრეზიდენტის პოსტს, რომელიც უახლოესს დღეებში თავისუფალი გახდება, ვადამდელი არჩევნების ჩატარებამდე მას პარლამენტს მოქმედი თავჯდომარე დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების მიერ დაწყებული რამდენიმეკვირიანი უწყვეტი აქციები, სამთავრობო შენობებში შეჭრით და მოქმედი ხელისუფლების გადადგომით დასრულდა. მოქალაქეების პროტესტი ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა და სოციალურმა პრობლემებმა გამოიწვია.