შრი ლანკაში, მანარში, ყოფილ საომარ ზონაში მასიური სამარხი აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ექსპერტები აღმოჩენილი ჩონჩხების იდენტიფიცირებას ცდილობენ.
გავრცელებული ცნობით, მასიური სამარხი არის სიდიდით მეორე, რაც ქვეყანაში 2009 წელს ომის დასრულების შემდეგ იპოვეს.
როგორც ცნობილია, სამხედროებსა და თამილის მეამბოხეებს შორის 26 წლიანი ომის შედეგად 100 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ბევრი კი დაიკარგა.