შრი ლანკაში წყალდიდობის შედეგად მოსახლეობაზე ნიანგების თავდასხმის საფრთხე არსებობს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, პოლიცია და მაშველები დატბორილი სახლებიდან ადამიანების უსაფრთხო ადგილას გადაყვანას ნავებით ცდილობენ.
შრი ლანკას კატასტროფების მართვის ცენტრის ინფორმაციით, ძლიერი წვიმა ძალიან მცირე დროში მოვიდა, რის გამოც,112 000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია, ხოლო წყალდიდობამ ნახევარ მილიონზე მეტი მოსახლე დააზარალა.
როგორც ცნობილია, წყალდიდობამ 169 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო 112-ზე მეტი დაკარგულად ითვლება.