BBC-ის ინფორმაციით, შრი- ლანკას პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა. პრეზიდენტის განცხადებას წინ უძღოდა მომიტინგეების თავდასხმა რეზიდენციაზე და პრემიერის სახლისთვის ცეცხლის წაკიდება.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს შენონებში არც პრეზიდენტი და არც პრემიერი არ იმყოფებოდნენ.
საპროტესტო აქციების გამომწვევი მიზეზი არასწორი ეკონომიკური მენეჯმენტი გახდა. რამდენიმე თვიანი აქციების შემდეგ კი ხალხმა პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა.
როგორც ცნობილია, რაჯაპაქსა თანამდებობას 13 ივლისს დატოვებს. თანამდებობის დატოვებას პრემიერ-მინისტრი ვიკრემესინგეც დათანხმდა.