ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა ორ მშობელს და სკოლის ორ მოსწავლეს აქვს სიცხე, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორონავირუსი ამ ბავშვებსაც აღმოაჩნდათ.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლელა იმედაშვილის თქმით, ორი კვირით სოფელ შრომის სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შრომის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, იმედაშვილი არ ადასტურებს.