“ბოდიში. მე ვიხდი ბოდიშს არამარტო ჩემი სახელით, არამედ თუ რომელიმე თქვენგანს რისკი შეექმნა ჩვენი სამართალდამცველების მხრიდან. ასევე, მინდა გთხოვოთ თქვენ, ვინც შეურაცხყოფა მიაყენა ფორმაში ადამიანს, რომელიც იცავდა სხვა ადამიანის უფლებებს, მათტაც უთხრათ ბოდიში.
ჩვენი საერთო ამოცანაა ეს საღამო დავასრულოთ მშვიდობიანად.
უკვე მეორე დღეა თქვენი გამოხატვის თავისუფლება არ შეუზღუდავთ. პოლიციელები ზრუნავდნენ თქვენს უსაფრთხოებაზე.
იმისთვვის რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, ერთობლივად ვიპოვით გამოსავალი, ამისთვის უნდა გადავინაცვლოთ სამუშაო პირობებში.
მე გპირდებით, ხვალ 10 საათიდან, თქვენს წარმომადგენელთან ერთად დეტალურად განვიხილავთ პარასკევის ყოველ წუთს.
გპირდებით, რომ ჩვენ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ.
ჩვენ ვთანხმდებით, თუ ეს დაპირებები არ შესრულდება, ჩვენ ისევ შეგვიძლია ამ თავისუფალ ქალაქში, ამ თავისუფალ პარლამენტთან ისევ შევიკრიბოთ და ან ვიცეკვოთ ან მოვუსმინოთ მუსიკას.
მე გთხოვთ, დავემორჩილოთ პოლიციელებს, რომ საფრთხე არ შევუქმნათ მოქალაქეთა უსაფრთხოებას, _ განაცხადა მინისტრმა.