ამ წუთებში შს მინისტრი გიორგი გახარია აქციის ორგანიზატორებთან შესახვედრად რუსთაველის გამზირზე მივიდა.
შეგახსენებთ, რომ თეთრი ხმაურის მოძრაობა უკვე მეორე დღეა რუსთაველის გამზირზე აქციას მართავს. ისინი ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრის შესახებ განმარტებებს მოითხოვენ.
ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე წყლის ჭავლის მტყორცნი მანქანა შეიყვანეს. ადგილზე ასევე სპეცდანიშნულების რაზმის წევრებიც გამოჩდნენ. ჯერჯერობით უცნობია, რას აპირებენ სამართალდამცავები-ეს არის გაფრთხილება აქციის მონაწილეებისთვის თუ აპირებენ აქციის დაშლას. წყლის ჭავლის მანქანა კონტრაქციის აქტივისტების მიმართულებით გადაადგილდება.
პარალელურად, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა “თეთრი ხმაურის” მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, სადაც კლუბებში, “ბასიანსა” და “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ.