მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცესკოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.
ამ ინფორმაციას უარყოფს შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე:
„სამწუხაროდ, ვრცელდება დეზინფორმაცია. ხაზი მინდა გავუსვა, რომ პოლიციას არ გამოუყენება გაზი“, _ თქვა კახა საბანაძემ.