ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორაციით, თბილისის ცენტრში თავდასხმა მოხდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, თავს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილს, გელა ხვედელიძეს დაესხნენ.
ცნობისთვის, გელა ხვედელიძე 2013 წლის მაისში, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო დაკავეს, მოგვიანებით მას პირობითი სასჯელი შეეფარდა.
საქმე ეხებოდა 2013 წელს, ინტერნეტით გავრცელებულ კადრებს, რომელიც, სავარაუდოდ, ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირად ცხოვრებას ასახავდა. როგორც მაშინდელმა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, გელა ხვედელიძემ ჟურნალისტის ბრალდებების საპასუხოდ, შურისძიების მიზნით, ინტერნეტით გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა.
ამავე თემაზე:
რა მუხლით იძიებს შსს გელა ხვედელიძეზე თავდასხმას