საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე პარლამენტის წინ გამართულ აქციებს გამოეხმაურა. როგორც გოცირიძე აცხადებს, აქციის მიმდინარეობისას ახალგაზრდებზე დამნაშავეების ჯგუფი ძალადობდა, რაც, მისი თქმით, 151-ე მუხლის მიხედვით დასჯადია. ამასთან, გოცირიძე შს მინისტრს დამნაშავეების მფარველად მოიხსენიებს.
,,ნუ ჰგონია შს მინისტრს, ამ დარბაზში თეთრ ცხენზე ამხედრებული შემოვა, როგორც ტრიუმფატორი. დღეისთვის მისი სტატუსი არის დამნაშავეების მფარველი. აქციის დროს ახალგაზრდებზე ძალადობდა დამნაშავეების ჯგუფი, ეს არის პირდაპირი დანაშაული, რომელიც ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 151 – ე მუხლით. იქ იყო ძალადობრივი მუქარა, ძალადობრივი მოწოდებები და პირდაპირი ძალადობა“,_ განაცხადა გოცირიძემ.
































































