თბილისში მცხოვრებ გიორგი ჩიქვანიას საზოგადოების დახმარება სჭირდება.
„მე ვარ გიორგი ჩიქვანია ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (დიაგნოზი: გაფანტული სკლეროზი), პირველი ჯგუფი, უვადო (პარალიზებული ფეხები და ნაწილობრივ ხელები). მყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი. მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის გამუდმებით მესაჭიროება ძვირადღირებული მედიკამენტები და რეაბილიტაციის კურსი, რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია. გთხოვთ, დამეხმაროთ თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში“,_აღნიშნული წერილი „გურია ნიუსმა“ მიიღო, რის შემდეგაც ჩიქვანიას დაუკავშირდა.
როგორც ის ჩვენთან საუბარში ამბობს, 13 წელია, რაც ეტლს არის მიჯაჭვული.
სახელმწიფო ოპერაციებს და საავადმყოფოში მკურნალობას უფინანსებს, თუმცა, რეაბილიტაციის კურსის გავლისთვის, რომ მომჯობინდეს, საჭირო თანხა არ აქვს.
„ეტლში ვზივარ 12-13 წელია. ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი, ვიღებ პენსიას, სოციალური დაუცველის სტატუსი არ მაქვს. როცა ოპერაცია მჭირდება სახელმწიფო მიფინანსებს, მაგრამ რეაბლიტაციის კურსს, რომ მოვჯობინდე ვერ მიფარავს. მესმის, რომ სახელმწიფოს არ აქვს საშუალება. იმისთვისაც მადლობა, რომ ამ პატარა მკურნალობას და ოპერაციებს მიფინანსებენ. ხშირად მაქვს შარდის ბუშტზე პრობლემები და ფილტვების ანთება“,_ამბობს ჩიქვანია.
მისივე თქმით, თანხას აბასთუმანში, რეაბილიტაციის კურსის გასავლელად წასვლისთვის აგროვებს.
„ფილტვების ანთება მქონდა, მინდა რომ აბასთუმანში წავიდე. ამისთვის ფულს ვაგროვებ. იქ წასვლაც ისეთი პრობლემატურია. ეტლში ვზივარ და მარტო ვერ წავალ, უნდა წავიდე მეუღლესთან ერთად, ბავშვები პატარები გვყავს და მარტო ვერ დავტოვებთ. ე.ი. ისინიც უნდა წავიყვანოთ, ამიტომ მივმართავ ორგანიზაციებს დახმარებისთვის წერილობით“,_ამბობს ჩიქვანია.
გიორგი ჩიქვანიას დასახმარებლად ანგარიში „თიბისი“ ბანკშია გახსნილი.
ანგარიშის ნომერია: GE45TB7582945062100001.