ქობულეთში, შუახნის კაცი ახალგაზრდა შშმ ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 138-ე მუხლით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას, რომელიც ჩადენილია ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.
შემთხვევა დაახლოებით სამი დღის წინ მოხდა.
დანაშაული ისჯება ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
წყარო: ბათუმელები