“ქრონიკა +”-ის რედაქტორის ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის დავით ხარშილაძის დაკავებას, შინაგან საქმე სამინისტრო საგანგებო განცხადებით ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხარშილაძეს დაზიანებები დაკავებმადე ჰქონდა მიღებული:
“შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დ.ხ. თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0, 1626 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.
ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, დ.ხ.-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
კანონის თანახმად, დაკავებულს თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ მას შუბლის მარცხენა მხარეს ჰქონდა ოდნავი სიწითლე, ასევე, სიწითლე მაჯებზე – რგოლის სახით, რაც ხელბორკილებისგან იყო მიყენებული. დ.ხ.-ს შუბლზე – ორ ადგილას და ფეხის ტერფზე – ერთ ადგილას აღენიშნებოდა ძველი, დაკავებამდე მიყენებული დაზიანების კვალი. ზემოხსენებულის გარდა, დაკავებულს იზოლატორში შეყვანის დროს არც ერთი სხვა სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა, რაც ასევე დაფიქსირებულია სამედიცინო შემოწმების დროს გადაღებულ ფოტოსურათებში.
დაკავებული პირის შემოწმებისას ასევე დადგინდა, რომ 1989 წელს დაბადებული დ.ხ. 2009 წელს ორჯერ იყო პასუხისგებაში მიცემული სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილით (ქურდობა) და სსკ-ს 273-ე მუხლით (პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ან და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ).
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).” _ აღნიშნულია განცხადებაშ.