როგორც „გურია ნიუსი“ ახლახან იუწყებოდა, ოზურგეთში, ნატანები-ქობულეთის გზაზე, მოტოციკლით მიმავალი მამაკაცი ძაღლს დაეჯახა. თვითმხილველის ნაამბობით, მოტოციკლი ხევში გადაიჩეხა და მამაკაცი დაიღუპა.
შსს პრესსამსახურიდან „გურია ნიუსთან“ ასეთი კომენტარი გააკეთეს:
„საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, ტრანსპორტის მომსახურების უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“.
„გურია ნიუსი“ თანაუგრძნობს დაღუპულის ოჯახს.