შსს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოლოგიური შემოწმების დროს, გურიის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს ნარკოტიკული მომხარების ფაქტი დაუდგინა _ აღნიშნული „გურია ნიუსს“ შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, პატრულ-ინსპექტორი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დაჯარიმდა.
მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილების შემდეგ, პატრულს ორგანოდან დაითხოვენ
კონკრეტულ დეტალებს უწყებაში არ აკონკრეტებენ, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, პატრულის თანამშრომელს მარიხუანა ჰქონდა მოწეული.