შინაგან საქმეთა სამინისტრო გორში გოგონას მკვლელობის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, გორში გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი წარსულში ნასამართლევია.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა გორში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.