“შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული ჯარიმების საჩივრების განხილვის ვადა 1-დან 3 თვემდე გააგრძელა”,_ ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი წერს.
“ჯარიმებთან დაკავშირებულმა საჩივრებმა (შსს-ში) პირველი შედეგი უკვე აჩვენა. დღეს ერთმანეთის მიყოლებით გვბარდება დადგენილებები, რომელთა მიხედვითაც, შსს 1-თვიან ვადაში საჩივრის განხილვას ვერ ასწრებს და ვადას 3 თვემდე აგრძელებს. შესაბამისად, კიდევ 2 თვით გადაიდება თითოეული პროცესი და ჯარიმის გადახდის ვადაც”, – წერს მიგინეიშვილი Facebook-ზე.