შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს საუბნო განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული დ.ჯ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობა განახორციელა საკუთარ მეუღლეზე – 1987 წელს დაბადებულ დ.ს.-ზე, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა. ასევე დადგინდა, რომ დ.ჯ.-მ მეუღლის მიმართ ანალოგიური ქმედება წარსულშიც რამდენჯერმე ჩაიდინა.
სამართალდამცველებმა დ.ჯ. საკუთარ ბინაში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით).