შინაგან საქმეთა სამინისტრომ წიბახაშვილების ოჯახის 4 წევრის – დედის, ორი შვილისა და დეიდის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. ოთხივე მათგანი ცნობილი ფოტოგრაფის გურამ წიბახაშვილის ოჯახის წევრები არიან.
შსს მანანა ჯავაშვილს, ეკა ჯავაშვილს, გიგა წიბახაშვილსა და ლადო წიბახაშვილს სააავტომობილო „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მასწავლებელ მანანა ჯავაშვილის პროცესი მიმდინარეობს. დღესვე გაიმართება ეკა ჯავაშვილისა და ძმებ წიბახაშვილების სასამართლო პროცესებიც.


































































