შსს-მ ვარკეთილში 5 არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
“იმედის დილა”-ში გასული სიუჟეტის მიხედვით, უცხო ქვეყნის რამდენიმე მოქალაქემ, 5 არასრულწლოვანი ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოტყუებით მიიყვანა. ისინი გააშიშვლეს და ფოტოები გადაუღეს. ამის შესახებ მოზარდებმა მშობლებს უამბეს, რის შემდეგაც ინფორმაცია გასაჯაროვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე გარყვნილ ქმედებას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, რაც ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.