შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ნამახვანჰესთან დაკავშირებული პროტესტის პარალელურად, სადაც აღნიშნავს, რომ “არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტის ძალადობრივი სცენარის განვითარებას” და “მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე”.
“სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რიონის ხეობაში არიან
მობილიზებულები. უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებსაქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად”, – ნათქვამია განცხადებაში.