შინაგან საქმეთა სამინისტრო გირაოთი გათავისუფლებული პატრულ-ინსპექტორის საკითხს სპეციალური განცხადებით ეხმაურება. უწყების ცნობით, თანამშრომლის მიერ ოჯახში ჩადენილი დანაშაულის შესახებ თბილისის პროკურატურას სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მიაწოდა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაა. სწორედ ამ მიზნით, გენერალური ინსპექცია აქტიურად მუშაობს სამინისტროს თანამშრომლებს შორის მსგავსი ფაქტების გამოვლენაზე, ახდენს მყისიერ და დროულ რეაგირებას“, _ ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლის მიმართ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მესაზღვრე კონტროლიორი, პატრულ-ინსპექტორი 14 თებერვალს დააკავა.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლის ცემის ბრალდებით დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.