შსს-ს ცნობით, ყვარლის ტბის სასტუმროს ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე 16 პირია დაკავებული. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
შეგახსენებთ, ყვარელში, ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრების ყოფნას აპროტესტებენ. დღეს იქ მისი შვილის მაზლის ქორწილია დაგეგმილი. კახეთში იმყოფება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სანქცირებული შვილი ეკატერინა ლავროვა და მისი ქმარი.
დილიდან ადგილზე დაპირისპირებაა. მობილიზებულია სპეცრაზმიც.
წყარო: მთავარიტვ