საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა.
ბრიფინგი 20:00 საათზე დაიწყება. ბრიფინგზე განცხადება ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე გაკეთდება.
ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ერთი ბავშვი ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში რჩება, ერთი კი „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაშია.
მომხდართან დაკავშირებით ვაკე – საბურთალოს პოლიციის სამმართველოში არაერთი პირი გამოიკითხა, მათ შორის დაკითხვაზე იმყოფებოდა ლაშა ფურცხვანიძე, კომპანია „გრინ სერვისის“ დამფუძნებელი, რომელიც ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოებზე იყო პასუხისმგებელი.