ავტოსაგზაო და სხვა სახის შემთხვევების პრევენციის მიზნით, სოფელ ლეჩურიდან ომალოს მიმართულებით ყველა სახის ავტოტრანპორტის მოძრაობა იკრძალება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტში, თუშეთში მოსული უხვი ნალექის გამო, ავტოსაგზაო და სხვა სახის შემთხვევების პრევენციის მიზნით, 10 აგვისტოს, 17:00 საათიდან მთელი ღამის განმავლობაში, სოფელ ლეჩურიდან ომალოს მიმართულებით და პირიქით, ყველა სახის ავტოტრანპორტის მოძრაობა აიკრძალება“, _ წერია განცხადებაში.