შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გამართულ აქციაზე ერთ-ერთი ორგანიზატორი, უფლებადამცველი გიორგი გაბედავა დააკავეს.
გაბედავას ხელში პლაკატი ეჭირა, რომელზეც მინისტრის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება ეწერა. სამართალდამცველებმა მას პლაკატის შენახვა მოსთხოვეს.
აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ შსს-მ გაასაჯაროოს 25 ოქტომბერს, ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილ პაატა პავლიაშვილის დაკავების სრული ვიდეოჩანაწერი, რომელიც შს სამინისტროს არქივშია შენახული. გარდა ამისა, მათ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის გადადგომა მოითხოვეს.
25 ოქტომბერს, ნუცუბიძეზე 33 წლის კაცი პაატა პავლიაშვილი იმ დროს გარდაიცვალა, როცა მას სამართალდამცველები ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ. საქმეზე გამოძიება დაიწყო.