შტორმი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ძლიერმა ქარმა და კოკისპირულმა წვიმამ სამხრეთ ტეხასის დიდი ნაწილი დააზარალა.
დაიტბორა ქუჩები და გზები. ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მთავრობა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.