ჩოხატაურის #62 საარჩევნო ოლქის შუა სურების უბანზე გამოცხადებული 126 ამომრჩევლის 50%-მა “ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი – 64 ხმა; 59%-მა – “ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატს – 75 ხმა.
შუა ამაღლების საარჩევნო უბანზე მოსული 470 ამომრჩევლიდან 264-მა (56%) “ქართული ოცნება“ აირჩია; ჯერ არ დათვლილა მაჟორიტარული ბიულეტენები. ბუკნარის საარჩევნო უბანზე მისული 395 ამომრჩევლიდან, 211-მა “ქართული ოცნება“ აირჩია (53%), ხოლო მისი კანდიდატი 220-მა ამომრჩეველმა (60%) შემოხაზა.