https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

შუა სურებში, ლომისკარელის ეკლესიის ეზოში მალაქია ბერიშვილი გველოდება!

10:05; 7.05.2019
მკითხველი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დიდად პატივცემულო, ბატონო ნოე!

თუ ძალიან არ შეწუხდებით, გთხოვთ, მომწეროთ თქვენი უფროსი ძმის (მალაქიას) შესახებ! როდის დაიბადა, რა განათლება მიიღო, სად მუშაობდა, როდის დაიწყო ბრძოლა და სხვა.

განსაკუთრებით მაინტერესებს კოჯრის ფრონტის ბრძოლა (1921 წლის თებერვალში), რომელ დღეს დაიღუპა და როგორ (თუ გაგიგონიათ) დაკრძალვის ცერემონია, სად დაკრძალეს, ჰყავდა ოჯახი თუ არა (თუ ჰყავდა ამიწერეთ), რაც შეიძლება ვრცლად მომწერეთ, როგორც გახსოვთ.

პატივისცემით, იური სიხარულიძე

პ.ს. იქნებ, სხვაც ვინმე მონაწილეობდა დემოკრატიული საქართველოს ბრძოლებში თქვენი ახლობლებიდან და ნაცნობებიდან. თუ მათზეც მომწერთ, დიდად დამავალებთ.

23.09.89, თბილისი

ამ წერილის ავტორს წარდგინება არ სჭირდება, ძვირფასო მკითხველო! ბატონი იური სიხარულიძე წარსულის თავდადებული მაძებარი და გადამრჩენია. აბა, ვიფიქროთ, რა შერჩებოდა ხელში ჩოხატაურს თავისი ისტორიიდან, უფალს რომ მისთვის იური სიხარულიძე არ მოევლინა? წერილის ადრესატი კი ერთი მრავალტანჯული სურებელი გლეხის ნესტორ მარკოზის ძე ბერიშვილისა და მისი მეუღლის, მართა ბესარიონის ასული რამიშვილის თორმეტშვილიანი ოჯახის ერთ-ერთი ვაჟი ნოე ბერიშვილია, რომელსაც ეს სახელი ბიძის (დედის ძმის) _ ნოე რამიშვილის პატივსაცემად დაარქვეს. ვწუხვარ, რომ ამ ოჯახზე ერთი პატარა წიგნის გამოცემა ვერ მოვახერხე, მით უფრო, ახლა, როცა ხელთ მაქვს, მრავალწლიანი, მართლაც სიმწრით მოპოვებული დოკუმენტური და ფოტომასალა თითოეულ მათგანზე. კოშმარულ გულისტკივილს ამძაფრებს ისიც, რომ სუფსის ხეობაში დაიკეტა გამორჩეულად შეუდარებელი ტრაგიკული ისტორიის მქონე ოჯახის კარი და “კერიიდან ფუტის ამომშობი”  ბოლო ნაშიერი, ლუკმა-პურის საშოვნელად უცხოეთში წავიდა!

გავიცნოთ ეს ოჯახი:

სურების საზოგადოების სოფელ დიდი ვანის მცხოვრები მართა ბესარიონის ასული რამიშვილი დაქორწინდა შუასურებელ შეძლებულ გლეხზე ნესტორ ბერიშვილზე.1893 წელია. პატარძლის ექვს ძმათა შორის არის 12 წლის კოჟორე (ნოე რამიშვილი). ქორწილი მთის წესების დაცვით, მართლა სამაგალითოდ და დიდხანს სალაპარაკოდ ჩატარდა.

1894 წელს დაიბადა პირველი ვაჟი _ მალაქია. 1895 წელს ოჯახს ქალიშვილი, ოლია შეემატა. ოლია ამთავრებს სამედიცინო ინსტიტუტს და გაზეთ “კომუნისტის” რედაქციაში იწყებს ექიმად მუშაობას. მეუღლე ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე ცოლისძმებთან ერთად შედის დიდ პოლიტიკაში. იგი აქტიურად მონაწილეობს ჭიათურის მოვლენებში. სურებში, მთაში დაყვება არალეგალურად გადმოსულ ცოლისძმებს, რის გამოც დაიჭირეს, მაგრამ არ ისურვა ჯალათის ხელით სიკვდილი და ციხეში თავი მოიწამლა.

ოლია ყაზახეთში გადაასახლეს 10 წლით. სასჯელი სრულად მოიხადა. დაბრუნებულმა არ ისურვა ძველ ადგილზე მუშაობა. სიცოცხლის ბოლომდე თბილისის მეცხრე პოლიკლინიკის ექიმი იყო.

შალვა ბერიშვილი _ ოჯახის მეორე ვაჟი, 1899 წელს დაიბადა. ის იყო 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი ლიდერი, ბიძის _ ნოე რამიშვილის ყველაზე სანდო, უცვლელი და უცდომელი ემისარი. ის ერთადერთია ნათესავთაგან, ვინც პარიზის ქუჩაში ტყვიადახლილი ბიძის ცხედართან სამძიმარს იღებდა. ერთი დიდი წიგნი ვერ დაიტევს შალვა ბერიშვილის მართლა საოცარ ისტორიას. მას 25 წელი ჰქონდა მისჯილი. მრავალი ციხის პატიმარი, ბოლოს სამშობლოს ცის ქვეშ მიიცვალა 1989 წელს 90 წლის ასაკში.

ტიტე ბერიშვილი _ უნიჭიერესი მათემატიკოსი ჭიათურაში მასწავლებლად მუშაობდა, ემიგრაციის გზამ ვარშავაში ჩაიყვანა, სადაც 1939 წელს დახვრიტეს გერმანელებმა. ისიც, როგორც სხვა მრავალი, ქართველის დასმენით და ღალატით დაიღუპა. ეს ამბავი დღესაც საიდუმლო თემაა!

ბიკენტი ბერიშვილი _  ტყვეობაში დაიღუპა 1943 წელს, რუმინეთში. მასზე ყველაზე მცირე ცნობარი მოგვეპოვება. გარდა იმისა, რაც მამაჩემის სადღეგრძელოებიდან მომისმენია ოჯახურ, მცირე წრეში. მაშინ, როცა ყველას ეგონა, რომ მეორე ოთახში მეძინა.

ნინო ბერიშვილი _ ოჯახის ყველაზე მწარე ტკივილი იყო და დარჩა ბოლომდე, სანამ მათ შორის ვინმე ცოცხალი გადარჩა! ნინოს შესახებ ამ გაზეთში იყო ჩემი წერილი _ “ის იქცეოდა ძალიან ცუდად…” ახლა აღარაფერს გავიმეორებ. ნინო თავად რუხაძემ დაახრჩო საკუთარი ხელით. წამებისას შემოაკვდა! ვერ გატეხეს მთის შვილი. მან არ გასცა ძმები!!!

ნოე ბერიშვილი _ იგი სოფელში უვლიდა ოჯახს და ცდილობდა, არ ჩარეულიყო პოლიტიკაში. ასეთი იყო და-ძმების სურვილიც, რომ ვიღაცა ერთი მაინც გადარჩენილიყო. ნოემ, სრულიად უდანაშაულომ, სამარყანდში გაატარა 10 წელი, დაბრუნებულმა ააღორძინა დაქცეული ოჯახი. სწორედ მისი სახლის კარი დაიკეტა ახლახან, რაზედაც ზემოთ მოგახსენებდით.

გერონტი ბერიშვილი _ აგრონომი იყო, სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა და პოლიტიკაში არ ერეოდა, მაგრამ ვინ აპატიებდა ნოე რამიშვილის დისშვილობას?! მას 20 წელი ჰქონდა მისჯილი. მის მეუღლეს, გორელ გოგონას, ეთერ შუღლიაშვილს, თბილისის ბინიდან გამოგდებულს, გორშიც დაურბიეს სახლ-კარი, მამა და ძმა კი გადაუსახლეს. სურებს მოადგა ჩვილი ბავშვებით (ზურაბ და ნინო ბერიშვილები),  იქაც ავიწროებდნენ. ვერ შეძლო ფიზიკური შრომა სუსტმა გოგონამ და მენინგიტით გარდაიცვალა. დაკრძალეს სურებში, ეზოში. ბავშვები “პრიუტში” იზრდებოდნენ. ნინო 9-10 კლასებში ჩემი თანაკლასელი იყო. ერთად დავამთავრეთ შუა სურების საშუალო სკოლა.

მამია ბერიშვილი _ ოჯახის მეთორმეტე შვილი. მასზე ბევრი რამ არის ცნობილი. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მის უმძიმეს ბიოგრაფიას ასრულებს ქართველთა ასოციაციის თავმჯდომარეობა ლევილში, სადაც იგი გარდაიცვალა და არ შეუსრულდა ნატვრა, ქართულ მიწაში დამარხულიყო!

ამ ოჯახის სამი შვილი ადრევე გარდაიცვალა. ერთი ვაჟი (სავარაუდოდ, ვასილი რქმევია), 10-12 წლისა ტყეში დამარცხებულა, ორი გოგონა კი ადრეულ ასაკში ბატონებს მიურთმევია.

ახლა კი ოჯახის პირველ შვილს, მალაქიას მივუბრუნდეთ. მალაქია ძალიან ნიჭიერი ყოფილა და ახალგაზრდა ბიძას, ნოე რამიშვილს გაუწალდავს მისი გზა განათლების მისაღებად. მალე ჩვენ, ალბათ, შევძლებთ არქივიდან მოვიპოვოთ მასზე ცნობები, რის იმედსაც მაძლევს ბატონ იური სიხარულიძესთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბრები. დასაწყისში გაგაცანით მისი თხოვნა ნოე ბერიშვილისადმი. ბატონი იური ადასტურებს, რომ მიიღო ვრცელი პასუხი ამ თხოვნაზე, რომელიც დიდხანს ინახებოდა მის ოჯახში. ამ ბოლო ჟამს, მან სახელმწიფო არქივს ჩააბარა ეს ყველაფერი და ახლა საჭიროა მისი მოძებნა, რის საშუალებაც არსებობს.

ისევე, ბატონ იურის უნდა ვუმადლოდეთ ამ პიროვნების სახელის გაჟღერებას პირველად (და როგორც აღმოჩნდა, უკანასკნელად დღემდე), როცა გამოსცა წიგნი “ნოე რამიშვილი” (2009 წ. გვ. 74).

მალაქია და მისი ძმა შალვა ბერიშვილი იყვნენ თბილისის უნივერსიტეტის პირველი მიღების სტუდენტები სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. 1921-ის თებერვალში, ივანე ჯავახიშვილის მოწოდებას (და არა დავალებას),  მიშველებოდნენ საქართველოს, ძმები უყოყმანოდ გაყვნენ და, ბუნებრივია, ბიძის, ნოე რამიშვილის გვერდით დადგნენ. შალვა რჩება ბიძასთან, მალაქია კი კოჯორთან უერთდება სტუდენტობას, სადაც დაიჭრა და ბათუმში გადმოიყვანეს. ბათუმში მომჯობინებული მალაქია აგრძელებს ბრძოლას, მაგრამ ტიფი დაემართა და გარდაიცვალა. რეპრესიები ჯერ კიდევ ვერ მძლავრობდა და ამ მიზეზით სურებლებმა შეძლეს მისი ოჯახში ასვენება. დაკრძალეს ზახტოურზე, ლომისკარელის ეკლესიის ეზოში, მამამისის დარგული ხის ძირში. შემდგომი მოვლენები ცნობილია. ბოლშევიკური რეპრესიები მძლავრად მოედო სურებს. დედა ღამით იპარებოდა სასაფლაოზე და უხმოდ დასტიროდა შვილს.

განადგურებული ოჯახიდან აღარავინ დარჩა მის საფლავზე მიმსვლელი. მისი ხსოვნა უხმოდ შეინახა სოფელმა. მოვიდა დრო და ოჯახის უმცროს შვილს, მამია ბერიშვილს, მიეცა უფლება სამშობლოში დაბრუნებისა. პირველად მან ძმის საფლავი მოინახულა და დაადასტურა, რომ მათი მამის მიერ დარგული ხის ქვეშ განისვენებს სამშობლოს თავისუფლებას შეწირული ვაჟკაცი, რომელიც 99 წელია გველოდება ჩვენ, ადამიანებს, დამოუკიდებელი ქვეყნის მცხოვრებთ.

გასულ ზაფხულს მისი სამუდამო საყუდარი მოინახულეს “გურია ნიუსის” რედაქტორმა გიორგი სიხარულიძემ, ჟურნალისტებმა. საქმის კურსში არიან ქალბატონი ია მამალაძე, ბატონი იური სიხარულიძე, შსს-ს არქივისა და რაიონის ხელმძღვანელობა და ვფიქრობ, გაკეთდება უპირველესად გასაკეთებელი საქმე და მალაქია ბერიშვილი მიიღებს იმ კუთვნილ პატივს, რომელსაც სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანები იმსახურებენ.

 რუსუდან ბერიშვილი

გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

მკითხველი

რუსეთის რეგიონებს დრონები დაესხნენ თავს _ მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს

10:33; 4 აპრილი, 2025
მკითხველი

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 95 სამხედრო დაიბრუნა

11:29; 19 ოქტომბერი, 2024
მკითხველი

“როცა ერი პოლიტიკურ ასპარეზზე მარცხდება, კულტურას უნდა მიმართო”

09:11; 11 ნოემბერი, 2019
მკითხველი

მწერალთა სახლში იოსებ სიბოშვილის წიგნების პრეზენტაცია შედგა

11:09; 19 სექტემბერი, 2019
მკითხველი

14 წლის ბიჭს დენმა დაარტყა და დაიღუპა

10:08; 12 აგვისტო, 2019

მილიონობით ლარი ინფრასტრუქტურისთვის

დაუხარჯავი 7 მილიონი და ციფრები, რომლებიც ადასტურებს, რომ უმრავლესობის ლიდერს ატყუებენ

ყველა სიახლე

სპორტი

„ლანჩხუთმა“ ბათუმი გაანადგურა _ წინ გადამწყვეტი მატჩია

19:12; 20.09.2026
პოლიტიკა

„გამათავისუფლეს და არც არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა”

19:02; 20.09.2026
ზაფრანი

23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობაა _ რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს

18:00; 20.09.2026
პოლიტიკა

,,ძალიან კარგი ამბავი ჩვენთვის“ – სააკაშვილი

17:11; 20.09.2026
საზოგადოება

როგორ მოხვდა ნოროვირუსი ბაღებში? – ინგა მამუჩიშვილი

17:06; 20.09.2026
საზოგადოება

რა არის, როგორ ვრცელდება და რა უნდა ვიცოდეთ ნოროვირუსის შესახებ?

16:32; 20.09.2026
სამართალი

პროკურატურა – “არასრულწლოვანს ვიდეოზარით შიშველი სხეულის ჩვენებას სთხოვდა”

16:25; 20.09.2026
საზოგადოება

ე.წ მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

15:04; 20.09.2026
მსოფლიო

ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

14:56; 20.09.2026
საზოგადოება

“ბათუმში 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს”

14:38; 20.09.2026
ზაფრანი

2026 წლის ოქტომბერში განსაკუთრებული წარმატების შანსი ზოდიაქოს ამ 4 ნიშანს აქვს

12:32; 20.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

11:21; 20.09.2026
საზოგადოება

რა გახდა ბავშვთა ავადობის სავარაუდო მიზეზი _ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

11:01; 20.09.2026
მსოფლიო

რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

10:50; 20.09.2026
საზოგადოება

112 განცხადებას ავრცელებს

10:26; 20.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო