“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, ლევან სანიკიძის განცხადებით, შუადღისკენ გამოცხადდება ახალი ლოკაცია, სად გაგრძელდება პროტესტი.
ოპოზიცია თვლის, რომ მელიქიშვილის გამზირზე დღეს ღამენათევი ხალხის დგომა არაფრისმომტანია და უწყვეტი პროტესტის გასაგრძელებლად ძალების აღდგენაა საჭირო:
“ჩვენი მიზანი მიღწეულია, მელიქიშვილის გამზირი მეორედ გვაქვს დაკავებული და გადაკეტილი, პოლიციას სამი დღის განმავლობაში არ ჰქონია მოსვენების შესაძლებლობა. ისინი 5 ათასნი არიან, ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ. მიგვაჩნია, რომ ამ ლოკაციამ დღეისთვის ამოწურა საკუთარი თავი. აქ მოქალაქეების დიდი ნაწილი არის ადამიანი, რომლებიც სამი დღის განმავლობაში ათევდა ღამეს. ადამიანებს ფიზიკურად სჭირდებათ მოსვენება, ამიტომ სულ რამდენიმე საათით დავიშლებით, მაგრამ შუადღისკენ გამოცხადდება ახალი ლოკაცია, რომელიც დამატებით კიდევ უფრო დიდ პრობლემას შეუქმნის “ქართულ ოცნებას” ,_ განაცხადა სანიკიძემ.
წყარო: mtavari.tv